16 ნოემბერი 2024,   18:19
ვრცლად
ვინ გაივლის ნარკოტესტს - არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა ნაწილი მზად არის, კახა კალაძის ინიციატივა გაიზიაროს

არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტთა ნაწილი ნაწილი მზად არის, კახა კალაძის ინიციატივა გაიზიაროს და ნარკოტესტი ჩააბაროს, ნაწილი კი შეთავაზებას პოპულიზმად აფასებს და კამპანიაში ჩართვას არ აპირებს. მაგალითად, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარია მზად არის, თუკი ამის საჭიროება იქნება, ნარკოტესტი ჩააბაროს.

"მე არანაირი პრობლემა არ მაქვს,"- აცხადებს გიორგი გახარია. 

იმავეს ამბობენ "ნაციონალურ მოძრაობაშიც" და აცხადებენ, რომ რა თქმა უნდა, ნარკოტესტის ჩატარება მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

"არანაირი პრობლემა არ არის ნარკოტესტის ჩაბარება, მაგრამ თუ კახა კალაძეს ვინმე კონკრეტულად მიაჩნდა, რომ ვინმე ამ ტესტს ვერ ჩააბარებდა და თუ რაიმე ქვეტექსტი აქვს, მაშინ თქვას,"- აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა ობოლაძე. 

რაც შეეხება "ლელოსა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრებს, ისინი კალაძის ამ ინიციატივას, პოპულიზმად თვლიან და მიიჩვენ, რომ ამის საჭიროება არ დგას. ისინი გამორიცხავენ, რომ მსგავს ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღონ. 

კახა კალაძემ ინიციატივა მერობის კანდიდატების მხრიდან ნარკოტესტის ჩაბარებასთან დაკავშირებით, გუშინ, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ეთერში გააჟღერა. 

დღის ამბები