ერთად შეკრებილი 1001 ორნამენტი - ირინა შოთაძის მიერ შესრულებული პანო, ქართულ ორნამენტებს აერთიანებს და ის თავისი სიჭრელით საქართველოს ქვეყნის მრავალფეროვებაზე მეტყველებს.
გორში, ამილახვრის ქუჩაზე დამონტაჟებული პანო 1001 კერამიკულ ფილას აერთიანებს და პირველი ფიქრიც ზღაპრების ცნობილ კრებულამდე - 1001 ღამე მიდის.
სამუშაო პროცესი რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ირინას სხვა მხატვრებიც ეხმარებოდნენ ხატვის პროცესში, რომლის პარალელურადაც, ყველგან, სადაც კი ხელი მიუწვდებოდათ ორნამენტებს ეძებდნენ.