"ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, დავით ზურაბიშვილის მიერ დაწერილ კომენტარს ეხმიანება, რომლის თანახმად, "არაფორმალურ დონეზე მისი ძალაუფლება იყო გაცილებით მეტი, ვიდრე მინისტრთა კაბინეტის აბსოლუტური უმრავლესობის. ახლა აბოლებს ახალგაზრდებს, თითქოს ერთი ფრილანსერი იდეალისტი იყო წარსულში".
ჩერგოლეიშვილი ზურაბიშვილს ჭორიკანა ცილისმწამებელს უწოდებს და აცხადებს, რომ გავლენები ყოველთვის ჰქონდა, რადგან დავით ზურაბიშვილად არ დაბადებულა.
"აი, ამ ჭორიკანა ცილისმწამებელ ცვედანთან ბიძინაც მართალია და მიშაც", - წერს ჩერგოლეიშვილი.
"ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი 13 წლის წინანდელ მოვლენებს იხსენებს.
"საქმე ეხება 2013 წლის 17 მაისს.
როცა დავინახე, რომ ვითარება იძაბება და პუშკინის სკვერთან შეკრებილი 50 კაცი შეიძლება რუსთაველზე შეკრებილ აგრესიულ ბრბოს ბრდღვნად არ ეყოს, ვაჭარაძეს შევეხმიანე, უსაფრთხოებას როგორ იცავთ - მეთქი და ღარიბაშვილმა (შს მინისტრი იყო მაშინ) გვითხრა მეტროთი დაიშალეთო - ასე მომახსენა.
ცხადია, სიგიჟედ ჩავთვალე დევნისას მიწისქვეშ ჩასვლა და გიგი უგულავას დავურეკე, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ მერი იყო - ასეთი ვითარებაა და ეგებ, ალტერნატიული გზა მოვიფიქროთ, არ მოკლან ვინმე მეთქი.
გიგიმ დაურეკა ღარიბაშვილს და, მასთან შეთანხმებით, ყვითელი ავტობუსები მიაყენა პუშკინის სკვერს (აი, სხვებთან ერთად, შალვა რამიშვილის ორი ყვ*** რითიც გაიყვანეს)", - წერს ჩერგოლეიშვილი.
როგორც ის აღნიშნავს, საქმეში ხალხი დასისხლიანებისგან გადასარჩენად ჩაერია.
"რაც შეეხება გავლენას - გავლენა მაქვს ყოველთვის და ყველგან, საბავშვო ბაღიდან მოყოლებული - ზურაბიშვილად არ დავბადებულვარ და იმიტომ.
მაგ გავლენის დამსახურებაცაა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ამოქმედება," - წერს ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.