20 ნოემბერი 2024,   05:29
ვრცლად
რისკჯგუფში შემავალ ბავშვებს ვაქცინაცია უნდა ჩაუტარდეთ - პედიატრი თეიმურაზ მიქელაძე მშობლებს მიმართავს

იმუნიზაციის საბჭოს სხდომაზე 12 წელს ზემოთ ბავშვების ვაქცინაციის საკითხი განიხილეს - პედიატრი თეიმურაზ მიქელაძე განსაკუთრებულ რისკჯგუფში შემავალი ბავშვების მშობლებს მიმართავს და ამბობს, რომ ამ კატეგორიაში შემავალი მოზარდების აცრა აუცილებელია. 

პედიატრის თქმით, იმ ბავშვების აცრა, რომლებიც რისკჯგუფს არ მიეკუთვნებიან, არ არის აუცილებელი. 

"განსაკუთრებული რისკჯგუფის ბავშვებს უნდა ჩაუტარდეთ ვაქცინაცია. რაც შეეხება ჯანმრთელ ბავშვებს, რომელთაც არანაირი პათოლოგია არ აქვთ, როგორც მოგეხსენებათ, მე რამდენიმე ათასი პაციენტი გავატარე, აქედან თითზე ჩამოსათვლელი იყო ჰოსპიტალიზაციის შემთხვევა, მათ რაიმე განსაკუთრებული მძიმედ მიმდინარეობა კორონავირუსული ინფექციის პერიოდშიო არ ჰქონიათ და ამიტომ, რისკჯგუფის არმქონე ბავშვებთან არ არის აუცილებელი. მაქსიმალურად სჯობია, ის ვაქცინები ჯერ გამოვიყენოთ იმ მოწყვლადი მოსახლეობისთვის, რომელთათვის კორონავირუსული ინფექცია შეიძლება ლეტალობით დასრულდეს.

ვისაც აქვს სურვილი, დღესვე შეუძლია ნებისმიერ მშობელს, მიმართოს თავისი ოჯახის ექიმს, ოჯახის ექიმები ავსებენ სპეციალურ ფორმა 100-ს, იგზავნება სამინისტროში და მყისიერად ხდება ამაზე რეაგირება. მეორე, მესამე დღესვე ეს ბავშვები აიცრებიან როგორც ამ კონკრეტულ შემთხვევებში მოხდა. ოღონდ ეს უნდა იყოს ნება მშობლის, უნდა იყოს აუცილებლად ოჯახის ექიმმაც უნდა დაარწმუნოს, რომ ამ ბავშვს აუცილებლად სჭირდება ვაქცინაცია," - აცხადებს თემურ მიქელაძე.

დღის ამბები