22 ნოემბერი 2024,   12:26
ვრცლად
"საქართველოს ბანკში" შეჭრილი პირი ხელყუმბარით არის შეიარაღებული - რას ყვება თვითმხილველი

ყვარელში, "საქართველოს ბანკში" მომხდარი ფაქტის შესახებ ერთ-ერთი თვითმხილველი ყვება, რომელმაც შენობა რამდენიმე წუთის წინ დატოვა.

"გიჟივით გამოვვარდი, შემეშინდა. ხნიერი ქალიც გამოვარდა... ყველა თანამშრომელი შიგნით იყო, მენეჯერიც შიგნით იყო. ყუმბარა ეჭირა ხელში და თითი ჰქონდა გაყოფილი შიგნით," - ამბობს თვითმხილველი. 

ყვარელში, "საქართველოს ბანკში" შეჭრილი შეიარაღებული მამაკაცი, დაუზუსტებელი ინფორმაციით, სავარაუდოდ მძევლად აყვანილი 15 პირის გათავისუფლების სანაცვლოდ  ნახევარ მილიონ ლარს ითხოვს.

დღის ამბები