20 ნოემბერი 2024,   05:27
ვრცლად
საკმარისია, თუ არა აცრის ტემპი იმუნური ფონის შესაქმნელად - ექსპერტთა პროგნოზი და ინფიცირებული ბავშვების მდგომარეობა საქართველოში

2 262 ინფიცირებული და 54 გარდაცვლილი - ასეთია კორონავირუსის სტატისტიკა ბოლო 24 საათის განმავლობაში. გავრცელების მაჩვენებლებმა კლება დაიწყო, თუმცა, დამძიმებული პაციენტების გარდაცვალების რიცხვი, ჯერჯერობით არ იკლებს.

მიუხედავად იმისა, რომ დღეში, საშუალოდ, 24-26 ათასი ადამიანი იცრება, კვლავ დაბალია 60 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეების ვაქცინაციის მაჩვენებელი, რაც კიდევ უფრო დიდი რისკის ქვეშ აყენებს მათ.

სწორედ ვაქცინაციაზე და ინფიცირების მასშტაბების შემცირებაზეა დამოკიდებული კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციების და შეზღუდვების მოხსნა, ჯერჯერობით კი, საქართველოში, მოსახლეობის მხოლოდ 18%-ია აცრილი.

ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში ამ დრომდე 100-მდე მოზარდი მკურნალობს, მათგან განსაკუთრებით საყურადღებო 40 დღის ჩვილის მდგომარეობაა. სწორედ 1 წლამდე ბავშვებშია ინფექციის გართულების მაღალი რისკი. სანამ ქვეყანა 12 წლამდე ბავშვების აცრას დაიწყებს, პედიატრები გამოსავალს მშობლების ვაქცინაციაში ხედავენ.

დელტა შტამის შემდეგ, მსოფლიო COVID-19-ის ახალი მუტაციის საშიშროების წინაშე დგას. სპეციალისტებს ჯერ კიდევ არ აქვთ პასუხი, არის თუ არა ახალი "მიუ" შტამი უფრო მძიმე, ვიდრე სხვები. იმისთვის, რომ პანდემიის მოსალოდნელი მე-5 ტალღა და მომდევნო შტამები თავიდან ავიცილოთ, ან შედარებით მსუბუქად გადავიტანოთ, მთავარი რეკომენდაცია კვლავ ვაქცინაციაა

დღის ამბები