07 მაისი 2024,   04:42
ვრცლად
ჟან პოლ ბელმონდომ მსოფლიო აატირა - ფრანგი კინოლეგენდა უკანასკნელ გზაზე დიდებით გააცილეს

ფრანგი კინოლეგენდა - ჟან პოლ ბელმონდო დაკრძალეს. ცერემონია ვიწრო წრეში ჩატარდა.

ფრანგი მსახიობის გამოსამშვიდობებელი ცერემონიალი 2 დღის წინ საფრანგეთში გაიმართა, რომელსაც პოლიტიკოსები, ხელოვანები და სპორტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ხილვა საზოგადოებას ფრანგული არხების მეშვეობით, პირდაპირ ეთერში შეეძლო.

ბელმონდოს კარიერა 50 წელიწადს ითვლის. მას 80-ზე მეტ ფილმში აქვს როლები შესრულებული. ფრანგი მსახიობი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ამავე თემაზე
დღის ამბები