ქართველმა ქალმა შეიხის სახლში 2 600 000 დოლარი და 4 კილო ოქრო მოიპარა
ქართველმა ქალმა, რომელიც ერაყში შეიხის სახლში დამხმარედ მუშაობდა, 2 მილიონ 600 ათასი დოლარი და 4 კილო ოქრო მოიპარა.
პოლიციამ ფული და ოქრო ამოიღო, თუმცა ქალის დაკავება ვერ მოახერხა, რადგან მან ქვეყანა დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ქალმა, რომელიც საქართველოს მოქალაქეა ძარცვა 3 სექტემბერს, სამ თანამზრახველთან ერთად დაგეგმა.
სამდღიანი საგამოძიებო სამუშაოების შემდეგ, პოლიციამ დაადგინა, რომ ქალმა თავი თურქეთს შეაფარა თან კი 20 000 ათასი აშშ დოლარი წაიღო.