16 ნოემბერი 2024,   19:59
ვრცლად
ენმ-ს ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე "ქართული ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატს ზეწოლაში ადანაშაულებს

ენმ-ს ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე და პარლამენტის წევრი ანა წითლიძე, "ქართულ ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატს მამუკა წოწერიას ზეწოლაში ადანაშაულებს.

საუბარია სოფელ ყულიშკარში მცხოვრებ ენმ-ს მხარდამჭერ რევაზ გვილიაზე, რომელმაც "ფეისბუკ" პოსტში დაწერა, რომ ენმ გახარიასთანაა გარიგებული, თუმცა მოგვიანებით პოსტი წაშალა.

წითლიძე აპირებს საქმის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართოს, რადგან, მისი მტკიცებით, გვილიას ქართული ოცნების შტაბში წლების წინანდელი მოსკოვში საქმიანობასთან დაკავშირებით დაემუქრნენ და და ამასთან, დასუფთავების სამსახურში დასაქმებას დაპირდნენ. მმართველი პარტიის ზუგდიდის შტაბში კომენტარს არ აკეთებენ.

ბრალდებებს მმართველმა პარტიამ უკვე უპასუხა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, მერობის კანდიდატი ”ქართული ოცნებიდან” მამუკა წოწერია, აღნიშნულს უარყოფს და მორიგ აბსურდში ადანაშაულებს "ნაციონალურ მოძრაობას". 

დღის ამბები