01 სექტემბერი 2026,   00:27
ვრცლად
რა სასჯელი ელის მეგის ქარდავას ექსტრადირების შემთხვევაში - უკრაინა ყოფილ მაღალჩინოსანს საქართველოს გადმოსცემს

მეგის ქარდავა შესაძლოა ახლო მომავალში საქართველოს გადმოსცენ - თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ექსტრადირების დაჩქარების შესახებ ინფორმაცია ქარდავას მეუღლემ ​Facebook გვერდზე გავრცელდა. 

მასში ნათქვამია, რომ საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებებს შორის არსებობს არაფორმალური გაცვლის შეთანხმება, რასაც პოლიტიკური დატვირთვა აქვს.

ამასთან ის ამ პროცესს "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიას უკავშირებს. საქართველოში მეგის ქარდავა 10 სხვადასხვა საქმეზეა ბრალდებული და მსჯავრდებული.

"მეგის ქარდავას Facebook გვერდზე განცხადება პოსტის სახით დავდე მე, მისმა მეუღლემ. ვეთანხმები მის გამოხატულ პოზიციას და ვერაფერს დავამატებ.

სამართლებრივ დეტალებზე მეგისის უკრაინელი ადვოკატი უახლოეს დღეებში გააკეთებს განცხადებას," - აცხადებს მეგის ქარდავას მეუღლე.

"კურიერი" მეგის ქარდავას ადვოკატს, მალხაზ ველიჯანაშვილს ესაუბრა, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავების შესახებ დეტალურ ინფორმაციას არ ფლობს. მისთვის უცნობია, რა სამართლებრივი საფუძვლით მოხდა უკრაინაში მეგის ქარდავას დაკავება, თუმცა ადვოკატი განმარტავს იმ პროცედურებს, რომლებიც მას ექსტრადირების შემთხვევაში საქართველოში ელის.

კერძოდ, ადვოკატის ინფორმაციით, 12 სისხლის სამართლის საქმიდან 8-ზე უკვე მის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი.

ყველაზე მაღალი სასჯელი კი მეგის ქარდავას სერგო თეთრაძის წამების საქმეზე 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და საქართველოში ექსტრადირების შემთხვევაში, საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები მას თითოეულ გამამტყუნებელ განაჩენზე ბრალს უკვე დასწრებით გააცნობენ.

დღის ამბები