ავსტრალიელი პედაგოგის მკვლელობის საქმეზე დაკავებულის დაცვის მხარე პატიმრობის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. რაფაელ მურსაკულოვს საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ადვოკატი სააპელაციო სარჩელის შეტანას გეგმავს. ბრალდების მიხედვით მურსაკულავმა შანაი ბრუკი დააყაჩაღა, წინააღმდეგობის შემდეგ კისერში დაჭრა და გაგუდა.
როგორც რაფაელ მურსაკულოვის უფლებადამცველი ამბობს, გუშინ პროკურატურას არ ჰქონდა არანაირი მტკიცებულება წარდგენილი იმისთვის, რომ მოსამართლეს მსგავსი გადაწყვეტილება მიეღო.
რაც შეეხება მთავარ მტკიცებულებას, ეს არის დნმ-ის ანალიზი, თუმცა ადვოკატი აცხადებს, რომ სასამართლო პროცესზე ამ მტკიცებულების ეჭვქვეშ დაყენებას აპირებს.
"არც ერთი წარდგენილი მტკიცებულება არ მიუთითებს იმაზე, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა აღნიშნული დანაშაული ჩაიდინა. რაც შეეხება გარკვეულ მტკიცებულებებს, ჩვენ მათ სასამართლოზე სადაოდ გავხდით,"- აცხადებს რაფაელ მურსაკულოვის ადვოკატი სოფო გოგლიჩიძე.