ყვარელში, "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელის ბრალი ოფიციალურად გააცნეს. ის დანაშაულს აღიარებს და ნანობს, ამის შესახებ მისმა ინტერესების დამცველმა წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
ადვოკატი ლეილა გარსევანიშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს წინააღმდეგ გამოძიება
ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით გრძელდება.
რაც შეეხება მოტივს, გარსევანიშვილის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს საცხოვრებელი სახლი იპოთეკით ჰქონდა დატვირთული, მისი საბანკო ვალდებულება კი - 52 ათას ლარს შეადგენს, რომლის გადახდის საშუალება არ ჰქონდა.
"ბანკში შეიჭრა და ფული მოითხოვა სწორედ არსებული დავალიანების მიზეზით. მელიქიშვილი ამბობს, რომ ჯერ დოლარი მოითხოვა და მისი განმარტებით, ჩათვალა საჭიროდ რომ ლარიც მოეთხოვა,"- თქვა ადვოკატმა
შალვა მელიქიშვილის საქმის აღკვეთა ღონისძიებაზე თელავის რაიონული სასამართლო ხვალ იმსჯელებს.