26 აპრილი 2024,   16:12
ვრცლად
სროლა ვაკეში - კეკელიძის ქუჩაზე ორმა პირმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნა

სროლა იყო გვიან ღამით თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე. არსებული ინფორმაციით, ორმა პირმა ჯერ იჩხუბა, შემდეგ კი ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ რამდენიმე გასროლის ხმა გაიგონეს. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ამ ეტაპზე, უცნობია.

საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა შემთხვევის ადგილას მდებარე მაღაზიის ვიდეოკამერის ჩანაწერები ამოიღეს. მიმდინარეობს გამოძიება.

დღის ამბები