Sinopharm-ის პირველ დოზაზე რეგისტრაცია დღეიდან კვლავ შესაძლებელია. გარკვეული დროით აღნიშნული ვაქცინის დეფიციტის გამო, პირველ დოზაზე რეგისტრაცია შეჩერებული იყო.
ცნობისთვის, გუშინ საქართველომ sinopharm-ის ვაქცინის 100 000 დოზა წითელი ჯვრისგან საჩუქრად მიიღო.
Sinopharm-ზე რეგისტრაცია შესაძლებელია პორტალზე booking.moh.gov.ge.
ამასთან, ამავე ვებ-გვერდზე ვაქცინაციის მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ: Pfizer-ის, Sinovac-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინებზე.
აღსანიშნავია, რომ დღეიდან ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია იწყება.