01 სექტემბერი 2026,   00:27
ვრცლად
ვის შეუძლია "რთველი 2021"-ის ფარგლებში, სუბსიდირების მიღება - კახეთში 100 000 ტონა ყურძენი უკვე გადამუშავებულია

კახეთში რთველი პიკურ ფაზაშია - დღევანდელი მონაცემებით, რეგიონში 100 000 ტონა ყურძენი უკვე გადამუშავებულია.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის რთველის მხარდასაჭერად, სუბსიდირების პროგრამა მოქმედებს. პროგრამის მიზანია, პანდემიით გამოწვეული ვითარება უარყოფითად არ აისახოს მევენახე ფერმერებსა და ღვინის მწარმოებლებზე.

"რთველი 2021"-ის ფარგლებში, სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს და 1 კილოგრამში მევენახეს 90 თეთრზე მეტს გადაუხდის.

 

დღის ამბები