სასწავლო პროცესი ოფიციალურად დაიწყო, თუმცა არა - საკლასო ოთახებში. პანდემიის პირობებში ეს უკვე მეორე სასწავლო წელია, როდესაც სკოლის მოსწავლეები გაკვეთილებს სახლიდან ესწრებიან, მასწავლებლები კი ცარიელი კლასებიდან.
აღსანიშნავია, რომ კოვიდინფიცირებული მოსწავლეები დღეს ონლაინ გაკვეთილებს საავადმყოფოდანაც დაესწრნენ.
ეპიდემიოლოგების თქმით, საკლასო ოთახებში მოსწავლეების დაბრუნება მოსახლეობის იმუნიზაციაზეა დამოკიდებული.
უცნობია, როდის გაიხსნება საბავშვო ბაღები, თუმცა მცირეწლოვანი ბავშვებისთვის განკუთვნილი საკვების მიღება ბაგა-ბაღებიდან მშობლებს უკვე შეუძლიათ.