16 აპრილი 2024,   07:53
ვრცლად
"დაცხრილულ მანქანაში ჩასვა და წაიყვანა" - ვინ აღმოუჩინა პირველადი დახმარება ვერაზე დაჭრილ ბიჭს

"რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე, ახალგაზრდა კაცს, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლით დაჭრეს, პირველადი დახმარება, გამვლელმა პირმა, პროფესიით ექიმმა აღმოუჩინა. ახალგაზრდა მამაკაცს მაშინ ესროლეს, როდესაც ის საკუთარ ავტომობილში ჯდებოდა. ექიმმა კი, დაჭრილი იმავე მანქანით, გადაიყვანა საავადმყოფოში. 

დაშავებული 22 წლის ნიკა კვარაცხელიაა, ის ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, მისი მისამართით 9 ჯერ გაისროლეს. 

რას მოჰყვა დაპირისპირება, ჯერჯერობით უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება 18/109-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.  

დღის ამბები