16 აპრილი 2024,   15:12
ვრცლად
რუსთავის ციხეში მოთავსებულ მეგის ქარდავას უფლებადამცველი ორშაბათს მოინახულებს - დაცვის მხარე მჯავრდებულის საქმეების გასაჩივრებას იწყებს

ყოფილი მაღალჩინოსანს, მეგის ქარდავას, რომელიც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს, ადვოკატი ორშაბათს, 20 სექტემბერს მოინახულებს.

საქმეებს, რომელზეც მეგის ქარდავას პატიმრობა დაუსწრებლად ჰქონდა შეფარდებული დაცვის მხარე გაასაჩივრებს.

როგორც ცნობილია, ყოფილი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ, სისხლის სამართლის 11 საქმეა აღძრული, მათგან ნახევარში მეგის ქარდავა უკვე მსჯავრდებულია.

მსჯავრდებულის ადვოკატი, მალხაზ ველიჯანაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი არც ერთ ბრალდებას არ აღიარებს.

"უახლოეს სამუშაო დღეს, რომელიც 20 რიცხვშია, შევალ პენიტენციურ დაწესებულებაში და მოვინახულებ. რომელ საქმეზეც განაჩენია გამოტანილი, ერთი თვის ვადაში მოხდება მისი გასაჩივრება, ხოლო საქმეებზე, რომელზეც განაჩენი არ დამდგარა, სხდომები არის ჩანიშნული.

პირველი სხდომა ჩანიშნული არის ნოემბერში და ეს საქმე ერთ-ერთი პატიმრის წამებას ეხება. ჩემი ინფორმაციით, იგივე პოზიციაზეა, რაც აქამდე იყო, არ აღიარებს ბრალდებებს," - აცხადებს მალხაზ ველიჯანაშვილი. 

შეგახსენებთ, მეგის ქარდავას კიევიდან საქართველოში ექსტრადირება გუშინ, 17 სექტემბერს განხორციელდა.  

დღის ამბები