20 ნოემბერი 2024,   05:15
ვრცლად
როგორ არის შესაძლებელი დელტა ვარიანტის ზემოქმედების შეჩერება - სტატისტიკა და ეპიდემიოლოგების პროგნოზები

პანდემიის მეოთხე ტალღა დასრულების ფაზაშია​, კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლები შემცირებულია, თუმცა დელტა შტამის შედეგებს ქვეყანა ისევ ებრძვის.

ინფიცირებულთა შემცირებული რაოდენობის მიუხედავად, ჰოსპიტალურ სექტორზე მოთხოვნა მაინც მაღალია, მათ შორის პედიატრიულ განყოფილებებში.

ქვეყანაში ისევ მაღალი რჩება სიკვდილიანობის რიცხვი. როგორ არის შესაძლებელი დელტა ვარიანტის ზემოქმედების შეჩერება? - ამ თვალსაზრისით მედიკოსები ამბობენ, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანი მიმდინარე თვე და დღის განმავლობაში ჩატარებული აცრების რაოდენობა იქნება.

ბოლო 24 საათში, 14 071 აცრა გაკეთდა. 43 პირი გარდაიცვალა, 1 501 კი დაინფიცირდა.

 

დღის ამბები