ხატია დეკანოიძემ პროკურატურას მიმართა. გაერთიანებული ოპოზიციის ქუთაისის მერობის კანდიდატი სავარაუდო ფარული მოსმენებისა და მიყურადების ფაქტზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს.
დეკანოიძის თქმით, მის შესახებ გამოქვეყნებული ჩანაწერები, მათ შორის, ელჩებთან საუბრების ეპიზოდი, რეალურია, ამიტომ უნდა მოხდეს გამოძიება.
მისივე განცხადებით, არ აქვს იმედი, რომ არსებული პროკურატურის პირობებში გამოძიება მოხდება, თუმცა დასძიენს, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, აუცილებლად დაიწყება გამოძიება.