20 ნოემბერი 2024,   05:19
ვრცლად
ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში 3 მძიმე კოვიდპაციენტი გადის მკურნალობას

ექიმები კიდევ ერთხელ ახსენებენ მოსახლეობას იმუნიზაციის მნიშვნელობას და ამბობენ, რომ სტაბილურობის შესანარჩუნებლად მოქალაქეების სულ მცირე 60 % მაინც უნდა იყოს ვაქცინირებული. მედიკოსები მოუწოდებენ მოსახლეობას დაიცვან რეგულაციები და გამოიყენონ პირბადე.

მიუხედავად იმისა, რომ კოვიდსტატისტიკის ციფრები სტაბილურია, შეიძლება ითქვას, რომ ჰოსპიტალიზაციაზე მოთხოვნა და მიმართვიანობა მაღალია, მათ შორის პედიატრიულ განყოფილებებში, სადაც ციციშვილის კლინიკაში  დღიურად 20-მდე ინფიცირებული ბავშვი შეჰყავთ. 

"არის მომართვიანობა, თუმცა კლინიკის საწოლფონდი აუდის ამ მომართვიანობას. ამ ეტაპზე მკურნალობს 107 პაციენტი, აქედან პედიატრიული კონტიგენტის არის 67. ასევე მკურნალობენ ჩვენთან მათი კოვიდინფიცირებული მშობლებიც. რეანიმაციაში გვყავს 21 პაციენტი. მხოლოდ სამის მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე, დანარჩენი პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა," - აცხადებს ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის დირექტორი დავით რეხვიაშვილი.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ მიმართვიანობა დაბალია, თუმცა ოჯახურმა კოვიდინფიცირების შემთხვევებმა იმატა. აღსანიშნავია ისიც, რომ არც ერთი მშობელი, რომელიც დღეს ინფიცირებულ ბავშვთან ერთად სამედიცინო დაწესებულებაში გადის მკურნალობას, აცრილი არ არის.

დღის ამბები