ყოველკვირეული გათამაშება დღეს პირველად გაიმართა. Stopcovid ლატარია "აიცერი და მოიგეს" პირველი 10 000 ლარის მოგებულის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, ამ ეტაპზე, ცნობილია მხოლოდ ის, რომ მოგებული, Sinopharm-ის ვაქცინით არის აცრილი. მას საზოგადოება მალე გაიცნობს და მოგებული თანხაც უახლოეს მომავალში გადაეცემა.
თბილისი, გორი, ბათუმი, ლაგოდეხი, ზუგდიდი, მარტვილი - ეს ის ქალაქებია, სადაც ვაქცინირებულმა ადამიანებმა 5000, 1500 და 1000 ლარი მოიგეს.
მოგებულებს "საქართველოს ეროვნული ლატარიის" წარმომადგენლები უახლოეს მომავალში დაუკავშირდებიან და მოგების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან, ისინი ასევე NCDC - ის ბაზაში რეგისტრირებულ მობილურის ნომერზე მიიღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას.
გათამაშების შედეგების გადამოწმება ასევე შესაძლებელია ვებ-გვერდზე stopcov.lotto.ge -ზე პირადი ნომრის სპეციალურ შედეგების გრაფაში შეყვანით.
ლატარია "აიცერი და მოიგეს" გათამაშება 14 სექტემბრიდან იმართება და ამ დროისთვის უკვე გათამაშებულია 180 400 ლარი, ხოლო მოგებულია 1137 ადამიანი.