მეწყერი კახეთში - თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურის მთებში მეწყრული პროცესების გააქტიურება უხვმა ნალექმა გამოიწვია.
მეწყერი ჩამოწვა დასახლებასა და სასაზღვრო პუნქტს შორის, დაზიანებულია გზის რამდენიმე მონაკვეთი. სტიქიის ზონაში სპეციალური ტექნიკა მუშაობას ვერ იწყებს. გზის გაწმენდითი სამუშაოები მდინარეზე წყლის დონის დაწევისთანავე დაიწყება.
"ველაპარაკე გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს. ამჟამად გზაში არიან და მოდის ჯგუფი, რათა დამატებით შეაფასონ საფრთხე, რომ გაწმენდითი სამუშაოების შესრულების დროს არ მოხდეს განმეორებითი ჩამოწოლა ამ მასის. წლის დონეც დაიწევს და უკვე შესაძლებლობა იქნება განვაახლოთ მუშაობა," - განაცხადა კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი შიოშვილმა.