20 ნოემბერი 2024,   09:44
ვრცლად
თბილისში ახალი 8-მეტრიანი ავტობუსების და მიკროავტობუსების პირველი ნაკადი შემოვიდა

თბილისში ახალი 8-მეტრიანი ავტობუსების და მიკროავტობუსების პირველი ნაკადი შემოვიდა. მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში შესყიდულია 180 ერთეული 8-მეტრიანი ავტობუსი და 300 ერთეული მიკროავტობუსი.

ახალი ტრანსპორტი, მოსახლეობას დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ წარუდგინა.

ავტობუსების პროექტის საერთო ღირებულებაა 21 მილიონ ევროზე მეტია.

"მივიღეთ გადაწყვეტილება, დამატებით 380 ერთეული ავტობუსი შემოვიყვანოთ. ამ 380-დან 180 იქნება 8 მეტრიანი ავტობუსები, რომელიც აქ არის წარმოდგენილი. დღეს უკვე 35 ერთეული შემოვიდა და ზეგიდან მოემსახურება თბილისის მოსახლეობას. დანარჩენი, თებერვალში მთლიანად იქნება მოწოდებული. მომავალ წელს ვაპირებთ შევიძინოთ 200 ერთეული 18 მეტრიანი ავტობუსები, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია და არის კონკრეტული მარშრუტები, სადაც ეს 18 მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 

 

დღის ამბები