დაპირისპირება დმანისში - "ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, მერობის კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრაზე მათი ორი აქტივისტი დანით დაჭრეს. შემთხვევა დაახლოებით 1 საათის წინ სოფელ განთიადში მოხდა.
ოპოზიცია მომხდარში "ქართულ ოცნებას" ადანაშაულებს და ფაქტს ანგარიშსწორებას უწოდებს.
"მმართველი გუნდის" აქტივისტები კი აცხადებენ, რომ საარჩევნო შეხვედრაზე ჩხუბი "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს ერთმანეთში მოუვიდათ.