27 აპრილი 2024,   02:10
ვრცლად
გაჭედილი სანიაღვრე არხები და წყალი გზის სავალ ნაწილზე - ძლიერმა წვიმამ ოზურგეთში პრობლემები შექმნა

ძლიერი წვიმა ოზურგეთში - ნალექმა სხვადასხვა სახის პრობლემა შექმნა. გაიჭედა სანიაღვრე არხები და წყალი სავალ ნაწილზე გადავიდა.

აღნიშნული პრობლემის გამო წყალი შევიდა კიტა მეგრელაძის ქუჩაზე, შარაძეების სახლში. როგორც ნათელა შარაძე ამბობს, ნალექს დილის 4 საათიდან ებრძვის, დაეტბორა ეზო და სათავსოები.

მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემით არაერთხელ მიმართა მუნიციპალიტეტის მერიას, თუმცა საკითხი დღემდე არ გადაიჭრა.

დღეს მერიიდან ადგილზე შესაბამისი სამსახური იმყოფებოდა, რომელმაც გაჭედილი არხის გაწმინდა.

დღის ამბები