20 ნოემბერი 2024,   05:20
ვრცლად
თბილისში მოქმედი რომელი კაფე-ბარები ძარცვავდნენ ტურისტებს თაღლითურად - "კურიერი" ადგილზე იმყოფებოდა

სამართალდამცველებმა თაღლითური სქემა გაშიფრეს - დაკავებულია თბილისში არსებული 2 კაფე-ბარის მეპატრონე.

სამართალდამცავი უწყების ინფორმაციით, კაფე-ბარის მეპატრონეები ვიზიტორ ტურისტებს ფინანსურ ზიანს აყენებდნენ და შეკვეთაში გაცილებით მეტ თანხას ართმევდნენ, ვიდრე რეალური ღირებულება იყო. 

აღნიშნულ კაფე-ბარებში საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. ამ დროისთვის ცნობილია, რომ ერთ-ერთი კლუბი "სკარპა" უცხო ქვეყნის მოქალაქეს ეკუთვნის.

"კურიერის" გადამღები ჯგუფი სამართალდამცველების მიერ ერთ-ერთ დალუქულ ობიექტზე იმყოფებოდა, თუმცა როგორც კაფე-ბარის მფლობელმა, ისე ობიექტის თანამშრომლებმა კამერების წინ საუბრისგან თავი შეიკავეს და გამოვლენილი დარღვევების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ. 

 

დღის ამბები