20 ნოემბერი 2024,   05:10
ვრცლად
ციფრული ჯანდაცვა სოფლის ამბულატორიებში - დღეიდან ზუსტი დიაგნოზის დასმაში ექიმებს ახალი ინოვაციური აპარატი დაეხმარებათ

ახალი ინოვაციური სამედიცინო აპარატი, რომელიც ოჯახის ექიმებს რეგიონში, სადაც ყველა პროფილის მედიკოსი არ ჰყავთ, ზუსტი დიაგნოზის დასმაში დაეხმარება. უფრო კონკრეტულად, მოწყობილობა მედიკოსებს პაციენტის კვლევის შედეგებს დისტანციურად უზიარებს.

სოფელ ქვემო მუხრანის ამბულატორია ერთ-ერთი პირველია, სადაც ტელემედიცინის აღჭურვილობა ამოქმედდა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ტელემედიცინის დანერგვა რეგიონების ამბულატორიებში პირველადი ჯანდაცვის სისტემას მკვეთრად გააუმჯობესებს.

სამედიცინო დაწესებულებებში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის მიზანი პანდემიისა და შემდგომ პერიოდში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაა.

ახალი პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 200 ამბულატორია ძირითადი აპარატურით, დამატებით 50 კი ტელემედიცინის აპარატურით, უკვე აღიჭურვა.

დღის ამბები