20 ნოემბერი 2024,   05:23
ვრცლად
რას შვებით ხალხნო, ადამიანი Pfizer-ს ​გააფუჭებს? ქე მაინც აჩუქეთ სხვას ვისაც ჩვენზე მეტი პასუხისმგებლობა აქვს - თენგიზ ვერცვაძე

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ Pfizer-ის ვაქცინებს ვადა გასდის, რაც დაუშვებელია. 

"ფაიზერი ფუჭდება, ვადა გასდის. რას შვებით ხალხო, ადამიანი ფაიზერს გააფუჭებს? ქე მაინც აჩუქეთ სხვას ვინც გამოიყენებს, ვისაც ჩვენზე მეტი პასუხისმგებლობა აქვს. 

მართლა ვადაგასული კი არ არის, მაგრამ გაუვა თუ ასე გაგრძელდება. 300-მდე ასაცრელი პუნქტია საქართველოში. ავტობუსები დადიან, კიდევ რა ქნან? თითო ადამიანს თითო პროპაგანდისტს ხომ არ მოგამაგრებენ,"- აცხადებს თენგიზ ცერცვაძე. 

დღის ამბები