ყაჩაღობის მცდელობას სოფელ მარტყოფში აფეთქება მოჰყვა - მნიშვნელოვნად დაზიანებულია საზოგადოებრივი ცენტრის შენობა.
TV4-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უცნობმა პირებმა ფულის მოპარვის მიზნით საზოგადოებრივი ცენტრის შენობაში განთავსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატები ააფეთქეს. აფეთქებას შენობის მინების მსხვრევა მოჰყვა.
ამ წუთებში ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
უცნობია შეძლეს, თუ არა დამნაშავეებმა თანხის გატაცება, და ჰყავს თუ არა პოლიციას ეჭვმიტანილი. "რუსთავი 2" მომხდარის დეტალებს შსს-ში არკვევს.