არჩევნებამდე 5 დღე რჩება - პოლიტიკური პარტიები ამომრჩევლებთან შეხვედრებს აგრძელებენ.
მმართველი პარტიის მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა შეხვედრა კეკელიძის ქუჩაზე გამართა. ზურაბ აბაშიძემ ადგილობრივი მცხოვრებლების ყოფითი პრობლემების მოგვარების გზები განიხილა და იმ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც ბოლო წლებში უბნის ინფრასტრუქტურის განახლებისთვის განხორციელდა.
"არჩევნებამდე ძალიან ცოტა დარჩა 2 ოქტომბრამდე, შესაბამისად ჩვენ ვაგრძელებთ ინტენსიურ ურთიერთობას საზოგადოებასთან, შევხვდით კეკელიძეზე მოსახლეობას და მთავარი მოთხოვნა საზოგადოების არის ის, რომ იყოს სტაბილურობა დედაქალაქსა და ქვეყანაში," - აცხადებს თბილისის საკრებულოს მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" ზურაბ აბაშიძე.