26 აპრილი 2024,   18:56
ვრცლად
რთულია რესპირატორული ინფექციების ერთმანეთისგან გარჩევა, ეს გამოიწვევს ჰოსპიტლების გადატვირთვას - მედიკოსები ვაქცინაციის შემცირებულ ტემპსა და გრიპის სეზონის მოახლოებაზე

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში მხოლოდ 6 617 ადამიანი აცრა. იმუნიზაციის აქტივობის ტემპის შემცირებას საგანგაშოდ აფასებენ მედიკოსები.

სპეციალისტების პროგნოზით, თუ მოსახლეობის მასობრივი აცრა ვერ მოხერხდა, რესპირატორული ვირუსების სეზონის მოახლოებასთან ერთად გართულდება სიტუაცია და ამან შეიძლება ჯანდაცვის სისტემის კოლაფსიც გამოიწვიოს.

"შემოდგომის მეორე ნახევრიდან ზოგადად იწყება აქტიურობა სხვადასხვა რესპირატორული ინფექციების, მათ შორის გრიპის ვირუსის და მსგავსი სხვა დაავადებების გამომწვევი ვირუსული ინფექციების აქტივაცია, ამიტომ ამ პერიოდში, რა თქმა უნდა, თუ ჩვენ მოსახლეობის დიდი ნაწილი არ გვეყოლება ვაქცინირებული, რთულია ხოლმე რესპირატორული ინფექციების კლინიკურად ერთმანეთისგან გარჩევა, ეს გამოიწვევს ჰოსპიტლების გადატვირთვას და ჩვენთვის, სამედიცინო პერსონალისთვის ეს იქნება საკმაოდ მძიმე პერიოდი და სამწუხაროდ, ეს იქნება რთული ჩვენი მოსახლეობისთვის," - განაცხადა ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ.

დღის ამბები