27 აპრილი 2024,   05:12
ვრცლად
მიშას ამ რეჟიმის ციხეების და საპყრობილეების არ ეშინია - პეტრე ცისკარიშვილი​

მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნება პოლიტიკური შეფასებების თემაა. ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა, დესტაბილიზაციას შეუწყობს ხელს.

მმართველი გუნდი კი ამბობს, რომ ექსპრეზიდენტს საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში, პატიმრობა ემუქრება.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის პეტრე ცისკარიშვილის თქმით კი, მიხეილ სააკაშვილს აბსურდული საქმეები შეუთითხნეს. 

"რისთვის იჭერენ? პიჯაკების საქმეებისთვის თუ საპონი რომ იყიდა სხვა ქვეყნის პრეზიდენტისთვის. ასეთი აბსურდული საქმეები რომ არის მიშას წინააღმდეგ შეთითხნილი ყველასთვის გასაგებია. 2 ოქტომბრის შემდეგ "ქართულ ოცნებას" პოლიტიკური დაჭერების თავი და უნარი არ ექნება, თუმცა არსებობს შანსი, რომ აგონიაში მყოფი "ქართული ოცნება" ამას შეეცდება. მიშას ამ რეჟიმის ციხეების და საპყრობილეების არ ეშინია,"- აცხადებს პეტრე ცისკარიშვილი. 

პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი გრიგოლ გეგელიას თქმით, "ქართული ოცნება" შეეცდება მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლით მანიპულირებას. 

შეგახსენებთ, რომ სქართველოს ექსპრეზიდენტმა 27 სექტემბერს საკუთარ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა თვითმფრინავის ბილეთის ფოტო, სადაც ჩანს, რომ ყოფილი პრეზიდენტი 2 ოქტომბრის ღამის 11 საათზე თბილისში იქნება. 

დღის ამბები