20 ნოემბერი 2024,   05:41
ვრცლად
"სკოლები, რომ ინფექციის უკონტროლო გავრცელების წყარო არ გახდეს, აუცილებელია მასწავლებლთა და მშობლების სრული ვაქცინაცია" - ეპიდემილოგების რეკომენდაციები

მოზარდების Pfizer-ით ვაქცინაცია საქართველოში, სავარაუდოდ, ოქტომბრის შუა რიცხვებში დაიწყება, თუმცა მანამდე სპეციალისტებმა უნდა გადაწყვიტონ აიცრებიან მხოლოდ ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვები, თუ ამის უფლება 12-დან 15 წლამდე ყველა მოზარდს ექნება. 

ქვეყანა​ში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ჯანდაცვის სექტორი მზად არის ბავშვთა იმუნიზაციის პროცესში ჩართვის გადწყვეტილება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის გარეშე მიიღონ.  

"ერთადერთი შანსი იმისა, რომ სკოლები არ გახდეს ინფექციის უკონტროლოდ გავრცელების წყარო, ამისთვის აუცილებელია ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფი ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში. 

აუცილებელია, რომ მასწავლებლების აბსოლუტური უმრავლესობა იყოს ვაქცინირებული და ასევე, მშობლები, რადგან სწორედ ოჯახები არის ინფექციის წყარო," - განაცხადა "ჯოენი"-ს სამედიცინო ცენტრის ეპიდემილოგმა, მაია კაშიამ. 

ოფიციალური მონაცემებით, დღის განმავლობაში დადასტურებული შემთხვევების 15% 12-დან 14 წლამდე მოზარდია.

დღის ამბები