03 სექტემბერი 2026,   01:09
ვრცლად
გაერთიანებული ოპოზიცია აჭარაში არჩევნებზე შესაძლო ე.წ. კარუსელსა და შედეგების სავარაუდო გაყალბების შესახებ საუბრობს

აჭარაში გაერთიანებულმა ოპოზიციამ შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა - ოპოზიციის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ მმართველი გუნდი აპირებს ე.წ კარუსელის დატრიალებას.

ოპოზიციის თქმით, "ქართული ოცნება" აგროვებს იმ ადამიანების შესახებ მონაცემებს, რომლებიც არჩევნებზე მისვლას არ აპირებს. გაერთიანებული ოპოზიციის განცხადებით, სწორედ ამ ადამიანების ხმების ხარჯზე აპირებს მმართველი გუნდი არჩევნების გაყალბებას.

ისინი მოუწოდებენ მოქალაქეებსა და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ უბნებზე და მკაცრად გააკონტროლონ საარჩევნო სიები.

დღის ამბები