კალა-უშგულის მონაკვეთზე კლდე ჩამოიშალა. მოქალაქეები გზაზე გადაადგილებას ვერ ახერხებენ. ამ დროისთვის ადგილზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
მესტიის მერიაში აცხადებენ, რომ დღის ბოლომდე მოძრაობა აღდგება. მესტიიდან უშგულში მიდიოდა "რუსთავი 2-ის", გადამღები ჯგუფიც რომელმაც კლდის ჩამოშლის გამო გზის გაგრძელება ვეღარ შეძლო.