16 ნოემბერი 2024,   17:24
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილს უკრაინის სახელმწიფო საზღვარი არ დაუტოვებია - შსს

"მიხეილ სააკაშვილს უკრაინის სახელმწიფო საზღვარი არ დაუტოვებია" - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საკითხს, დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს გაავრცელა განცხადება, სადაც ცალსახად იყო დაფიქსირებული, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

ჩვენ აქტიური კომუნიკაცია და ურთიერთობა გვქონდა უკრაინულ მხარესთან. მათგანაც დარწმუნებით და ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის სახელმწიფო საზღვარი არ დაუტოვებია.

 ის არის ძებნილი, მის მიმართ არის დამდგარი განაჩენი, შესაბამისად თუ კი იგი გადმოკვეთს საქართველოს სახელმწიფო საზღვარს ჩვენ მას დავაკავებთ და გადავიყვანთ შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში," - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.

დღის ამბები