20 ნოემბერი 2024,   07:31
ვრცლად
"რამდენიმე საათი გვაშორებს დამაჯერებელ გამარჯვებამდე პირველივე ტურში და ამისთვის გადამწყვეტია თითოეული მოქალაქის ხმა" - თორნიკე რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, მმართველი გუნდი პირველივე ტურში ყველა მუნიციპალიტეტში დამაჯერებლად გაიმარჯვებს და ამისთვის გადამწყვეტია თითოეული მოქალაქის ხმა. 

"არჩევნები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მშვიდობიან გარემოში მიმდინარეობს.

მე, პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო მოქალაქეებს იმ აქტიურობისთვის. საარჩევნო პროცესი, ხმის მიცემა გრძელდება და ყველას მინდა მოვუწოდო აქტიურობისკენ. რამდენიმე საათი გვაშორებს დამაჯერებელ გამარჯვებამდე პირველივე ტურში, ყველა მუნიციპალიტეტში და ამისთვის გადამწყვეტია თითოეული მოქალაქის, ჩვენი მხარდამჭერის ხმა,“ - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ

ასევე, მისი თქმით, დღის განმავლობაში დაფიქსირდა არაერთი დარღვევა, როგორც ნაცმოძრაობის, ისე სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან, რომლებიც არღვევდნენ საარჩევნო კანონმდებლობას.

"დღის განმავლობაში ჩვენ დავაფიქსირეთ არაერთი დარღვევა, როგორც ნაცმოძრაობის, ისე სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან, რომლებიც არღვევდნენ საარჩევნო კანონმდებლობას. ეს ყველაფერი იქნება დაფიქსირებული და გადაეცემა სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ვინაიდან წელს ამ თვითმმართველობის არჩევნებს არაერთი რეპუტაციული, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი აკვირდება.

დარწმუნებული ვარ, რომ როგორც დღეს, ასევე ხვალ და მომავალშიც, დღევანდელი გამარჯვება უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას და დარწმუნებული ვარ, რომ ამ მშვიდობიან განვითარებაში ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე და ამ რეგიონის მაცხოვრებელი მიიღებს აქტიურ მონაწილეობას," - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

დღის ამბები