"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფოთის მერობის კანდიდატს კორონავირუსი დაუდასტურდა. გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს, რომ ფოთის კამპანიაში მონაწილეობას დისტანციურად მიიღებს.
"დამიდასტურდა კოვიდი. ძალიან უდროო დროს კი დამატყდა. კარგად ვარ. აცრილიც ვარ. გამოჯანმრთელებამდე ფოთის კამპანიაში ონლაინ მივიღებ მონაწილეობას. იმედი მაქვს 10 დღეში დავდგები ფეხზე. არცერთი დღე არაა დასაკარგი. გამარჯვება ახლოსაა. მას გაფორმება სჭირდება. ჩემზე არ იდარდოთ. ახლა მიშაა მისახედი ციხეში,"- წერს გიგი უგულავა.