20 ნოემბერი 2024,   07:26
ვრცლად
საქართველოში ბუსტერად "სინოვაკს", "სინოფარმს" და "ფაიზერს" გამოიყენებენ

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ბუსტერ დოზა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული სამი ვაქცინით, Pfizer-ითSinopharm-ით და Sinovac-ის ვაქცინით მოხდება.

"ბუსტერ დოზებში გამოყენებული იქნება Sinopharm-ი და Sinovac-იც. მოქალაქე რომელიც აიცრა Sinopharm-ის ორი დოზით და მას სურვილი აქვს აიცრას ისევ Sinopharm-ის მესამე დოზით, ბუსტერისთვის გამოყენებული იქნება Sinopharm-ის მესამე დოზა. იგივე ვრცელდება Sinovac-ზეც, თუმცა მოქალაქეს, რომელიც აცრილია ჩინური ვაქცინებით, შეუძლია აიცრას Pfizer-ის მესამე ბუსტერ დოზით.

მხოლოდ AstraZeneca-ს გამოყენება არ ხდება ბუსტერის შემთხვევაში, მაგრამ Pfizer-ისSinopharm-ის და Sinovac-ის გამოყენება ხდება და მოქალაქეს შეუძლია არჩევანი გააკეთოს სამედიცინო პერსონალთან კონსულტაციით, რომელი ვაქცინით აიცრას,"- განმარტავს თამარ გაბუნია. 

რა წესები იმოქმედებს პირებისთვის "ბუსტერ" დოზასთან დაკავშირებით, რომლებიც არ აპირებენ საზღვარგარეთ გამგზავრებას და არც რომელიმე რისკ ჯგუფში შედიან : 

"მათთვის, ჯერჯერობით, "ბუსტერ" დოზის აუცილებლობა კლინიკური საჭიროებიდან და პანდემიური საჭიროებიდან გამომდინარე, დაბალია, ამდენად ზედმეტი ვაქცინაცია, როდესაც პრობლემა გვაქვს ერთი დოზით აცრასთან დაკავშირებით, ბევრი მოქალაქე ამ გადაწყვეტილებასაც ვერ იღებს, რა თქმა უნდა, თუ საჭირო არ არის, ვერ მივუთითებთ,"-აღნიშნა თამარ გაბუნიამ. 

დღის ამბები