16 ნოემბერი 2024,   15:28
ვრცლად
საქართველოსა და მონტენეგროში უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმინირება მოხდება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე საქართველოში მონტენეგროს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს (რეზიდენციით კიევი) - დრაგიცა პონორაცს​ შეხვდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას - "საქართველოს მთავრობასა და მონტენეგროს მთავრობას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ".

უწყების ცნობით, აღნიშნული შეთანხმება ხელს შეუწყობს 2 ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიმართულებით.

"შეხვედრის ფარგლებში, ალექსანდრე დარახველიძემ ხაზი გაუსვა ევროკავშირისა და შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის საკითხებში თანამშრომლობას, როგორც ევროკავშირის წევრ, ასევე, მესამე ქვეყნებთან, საქართველო უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს სახელმწიფოებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და სამომავლო ურთიერთობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს," - აღნიშნულია განცხადებაში. 

დღის ამბები