"ტვინდემია" - კორონავირუსისა და სეზონური გრიპის თანხვედრა, რომელიც, შესაძლოა, ადამიანს ერთდროულად შეხვდეს. სეზონის ცვლილებასთან ერთად, ეპიდემიოლოგები ახალ საფრთხეზე საუბრობენ, რომელიც განსაკუთრებით საშიში, რისკჯგუფებისა და ფეხმძიმეებისთვის არის.
ორივე ვირუსით დაინფიცირების შემთხვევების მატებას სპეციალისტები ოქტომბრის ბოლოსთვის ელოდებიან. ივანე ჩხაიძის თქმით, იმისთვის, რომ მოსალოდნელი საფრთხე თავიდან ავიცილოთ, აუცილებელია, როგორც COVID-19-ის, ისე სეზონური გრიპის ვაქცინის გაკეთება.
ვაქცინაციის გარდა, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია COVID-19-ის საწინააღმდეგოდ დაწესებული რეგულაციების დაცვაა, თუმცა, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, წესების დაცვის ხარისხი გასულ წელთან შედარებით გაუარესებულია, რაც ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.
თუ "ტვინდემიის" შემთხვევები საქართველოში მასობრივად გავრცელდება, ქვეყნის მთავარი ექიმის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის შესაბამისი ზომები მიიღოს.
სპეციალისტები აცხადებენ, რომ გრიპის ვაქცინაციისთვის, საუკეთესო პერიოდი ოქტომბერი და ნოემბრის დასაწყისია. ასეთ დროს კიდევ უფრო საყურადღებოა პრევენციული ზომების გატარება, რომელიც გრიპისთვისაც და კოვიდისთვისაც ერთნაირად ეფექტურია.