30 აგვისტო 2026,   02:31
ვრცლად
კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა ორი გარდაცვლილი ამოიყვანეს

ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა ორი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს. ორივე მათგანი ტერიტორიიდან რამდენიმე წუთის წინ გამოასვენეს. 

ჯერჯერობით, მათი ვინაობა უცნობია. 

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. ადგილზე უკვე 14 საათზე მეტია მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. მაშველებმა ნანგრევებიდან უკვე 2 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომლებიც კლინიკაში არიან მოთავსებულები, ერთი ასაკოვანი ქალი კი გარდაცვლილი იპოვეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები