30 აგვისტო 2026,   11:25
ვრცლად
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა პირი, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება" - პრემიერ-მინისტრი
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ბათუმის ტრაგედიის გამო 11 ოქტომბერი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა.
 
ირაკლი ღარიბაშვილი მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ ეხმაურება და დაღუპულების ოჯახს სამძიმარს უცხადებს. 
 
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. მათთან ერთად, ამ საზარელ ტრაგედიას სრულიად საქართველო გლოვობს.
 
ჩემი გადაწყვეტილებით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ორშაბათი, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება.
 
სახელმწიფო მომხდარის შედეგად დაზარალებულებს ყველა შესაბამის დახმარებას გაუწევს.
კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა პირი, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დააკავა სამი პირი და გამოძიება გრძელდება," - წერს პრემიერ-მინისტრი.
დღის ამბები