20 ნოემბერი 2024,   07:51
ვრცლად
პომპეის საგანძური თბილისში, ეროვნულ მუზეუმში გამოიფინება

ეროვნული მუზეუმის გუნდი, იტალიელ კოლეგებთან ერთად, ვანის შემდეგ, გამოფენას თბილისში ამზადებს.

13 ოქტომბრიდან, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში ექსპოზიციაზე -​ "სიცოცხლე და სიკვდილი - დიდებული პომპეი" წარდგენილი იქნება არქეოლოგიური მასალა პომპეის არქეოლოგიური პარკიდან.

არტეფაქტები ძველი რომის დიდებული ქალაქის – ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად, ფერფლით დაფარული პომპეის მდიდრულ ცხოვრებასა და მის ტრაგიკულ დასასრულს ასახავს.

გამოფენაზე დამთვალიერებელი ნახავს კედლის მხატვრობებს, მრავალფეროვან არქეოლოგიურ მასალას და ანტიკური ხანის ოქრომჭედლობის ნიმუშებს.

დღის ამბები