20 აპრილი 2024,   03:14
ვრცლად
მამაკაცს, რომელსაც აშშ-სა და კანადაში არალეგალურად გამგზავრების ხელშეწყობაში ადანაშაულებენ, დღეს ბრალს წარუდგენენ

დუშეთში დაკავებულ ახალგაზრდა მამაკაცს დღეს ბრალი ოფიციალურად უნდა წაუდგინონ, რის შემდეგაც მისთვის აღმკვეთის ღონისძიების საკითხს უკვე სასამართლო გადაწყვეტს.

დაკავებულს მოქალაქეების ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში არალეგალურად გამგზავრების ხელშეწყობაში ადანაშაულებენ, რისთვისაც სოლიდურ ანაზღაურებას იღებდა. საქმეში დევს ფარული აუდიო და ვიდეომასალები, სადაც, მოლაპარაკებებთან ერთად, თანხისა და საბუთების გადაცემის პროცესი ჩანს.

არ არის გამორიცხული, საქმეში სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.

დღის ამბები