20 ნოემბერი 2024,   11:31
ვრცლად
დავით გარეჯის საქმეზე არსებითი განხილვა ხელახლა იწყება

დავით გარეჯის საქმეზე არსებითი განხილვა ხელახლა იწყება. მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოსამართლის შეცვლაა - ეს კი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით საქმის არსებითი განხილვის თავიდან დაწყების საფუძველია.

სხდომა მოსამართლე ნინო ნაჭყებიას ხელმძღვანელობით რამდენიმე საათში უნდა დაიწყოს. ბრალდებულია ორი პირი - ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა.

ორივე მათგანს პროკურატურა საზღვრების დელიმიტაციის პროცესში საქართველოს ინტერესების საზიანო მოქმედებაში ადანაშაულებს. პარალელურად, საქმე სტრასბურგშია გაგზავნილი.  

დღის ამბები