25 აპრილი 2024,   19:31
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი, შესაძლოა, დავით გარეჯის საქმეზე გამოიკითხოს

მიხეილ სააკაშვილი, შესაძლოა, დავით გარეჯის საქმეზე გამოიკითხოს. საქმის არსებითი განხილვა ხელახლა დღეს დაიწყო. მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოსამართლის შეცვლაა, ეს კი, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, საქმის არსებითი განხილვის თავიდან დაწყების საფუძველია.

"მთავარი აქცენტი ამ გამოძიების არის ის, რომ დავალების გამცემი პირის მიმართულებით ხორციელდება აქტიური მოქმედებები. სწორედ ამ კონტექსტში ვახსენე, რომ აბსოლუტურად ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩატარდება, ყველა პირი გამოიკითხება, ვისაც შემხებლობა აქვს ამ საქმესთან და ეს შეიძლება იყოს მიხეილ სააკაშვილი,"- აცხადებს პროკურორი მიხეილ სადრაძე.

ბრალდებულ ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას პროკურატურა საზღვრების დელიმიტაციის პროცესში საქართველოს ინტერესების საზიანო მოქმედებაში ადანაშაულებს.

დღის ამბები