20 ნოემბერი 2024,   07:25
ვრცლად
სპეცოპერაცია თბილისსა და ბათუმში - "კურიერის" ინფორმაციით, ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 3 პირი დააკავეს

"კურიერის" ექსკლუზიური ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისსა და ბათუმში სპეცოპერაციის შედეგად ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 3 პირი დააკავეს.

საქმე ეხება ე.წ. ქურდების სახელით ერთ-ერთი ბიზნესმენისთვის თანხის წართმევას.

"კურიერი" ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატს ესაუბრა, რომელსაც საქმის მასალები უკვე გადაეცა, თუმცა დეტალებზე არ საუბრობს.

"გუშინ გადმომცეს საქმე, სხვას ვერაფერს ვერ გეტყვით. ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, შეთანხმებული არ ვარ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან ჟურნალისტებთან კომუნიკაციაზე. სავარაუდოდ, დღეს შევხვდები," - განაცხადა ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა არჩილ ბერიანიძემ.

დღის ამბები