საქართველოს პრეზიდენტმა საზღვარგარეთ ქართული კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და მხარდაჭერისათვის ღირსების მედლით დააჯილდოვა შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრები: მარიანა კრაიერი, ბარბარა შელევალდი და სირილ ჰერინგი.
დაჯილდოების ცერემონია ქალაქ ბერნში გაიმართა. ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილმა საქართველო-შვეიცარიის ისტორიული ურთიერთობების შესახებ ისაუბრა, ასევე ხაზგასმით აღნიშნა შვეიცარიის როგორც საქართველო რუსეთს შორის მედიატორის მნიშვნელოვანი როლის შემსრულებელი.